🏥 👶 რესპუბლიკურ საავადმყოფოს პედიატრიული მიმართულება დაემატა
ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფო სერვისების გაფართოებას აგრძელებს.
🏥 🛏️ კლინიკას ამჯერად 50 საწოლზე გათვლილი პედიატრიული დეპარტამენტი დაემატა.
👉 გახნის ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი, ლადო შელია და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე ესწრებოდნენ.
💊 საავადმყოფოში ხელმისაწვდომია შემდეგი პედიატრიული მიმართულებები:
👉 ბავშვთა გადაუდებელი დახმარება,
👉 ზოგადი პედიატრია,
👉 კარდიორევმატოლოგია,
👉 ნეფროლოგია,
👉 ალერგოლოგია,
👉 ნევროლოგია,
👉 ტოქსიკოლოგია,
👉 გასტროენტეროლოგია,
👉 ბავშვთა ინფექციები,
👉 ზოგადი ქირურგია,
👉 ყბა-სახის ქირურგია,
👉 ორთოპედია-ტრავმატოლოგია,
👉 ოტო-რინო-ლარინგოლოგია. ასევე, უახლოეს პერიოდში დაემატება ბავშვთა რეანიმაცია.
👨⚕️ 🩺 პედიატრიულ დეპარტამენტს 37 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედიატრი, ბავშვთა კარდიორევმატოლოგი, თამაზ სურმანიძე უხელმძღვანელებს.
🏥 202 საწოლზე გათვლილი ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ახალი შენობა 2020 წელს გაიხსნა, თავდაპირველად დაწესებულება კოვიდ აპაციენტებს ემსახურებოდა, მოგვანებით დაემატა სხვადასხვა სერვის და ამჟამად მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტატუსით ფუნქციონირებს.