batumi republican clinical hospital

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში გამოცხადდა ვაკანსია შემდეგ პოზიციებზე

🏥 შ.პ.ს ,,ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:


👨‍⚕️👩‍⚕️ ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი - დამატებითი ინფორმაციის სანახავად ​დააჭირეთ აქ

👨‍⚕️👩‍⚕️ ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი - დამატებითი ინფორმაციის სანახავად ​​დააჭირეთ აქ​

👨‍⚕️👩‍⚕️ ოფთალმოლოგი - დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ

👨‍⚕️👩‍⚕️ უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი - დამატებითი ინფორმაციის სანახავად​ დააჭირეთ აქ​


ასევე გამოცხადდა ვაკანსია დამლაგებლის პოზიციაზე!


💼 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

💼 სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე.

📍 სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი. პუშკინის ქ. №164/ტბელ აბუსერიძის ქ. №2

📧 დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge ან ფეისბუკის გვერდზე პირად მიმოწერაში!

📢 გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


batumi republican clinical hospital

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონის ფარაბის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლების ვიზიტი

🇹🇷 🏥 თურქეთის რესპუბლიკის  ქალაქ ტრაპიზონის  ფარაბის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი პირებისა Karadeniz Technical University Ortahisar/Trabzon პროფესორებისა და ექიმების  ვიზიტი შედგა. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში პროფესორ ჯელალ თექინბაშის ხელმძღვანელობით.  
👉 სტუმრებს გაეცნენ კლინიკის ისტორიას და  სამომავალო გეგმებს. დეტალურად დაათვალიერეს  კლინიკა და  განყოფილებები სამუშაო პროცესში. 
👉 შეხვედრა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო  სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, კლინიკური პრაქტიკის გაზიარებას და ერთობლივ აკადემიურ საქმიანობას.

batumi republican clinical hospital

ექიმი ფეიაზ ოზდემირის ვიზიტი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში

👨‍⚕️🚑💊🩺💉18 ნოემბერს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და კომპანია აიდერის ერთობლივი თანამშრომლობით ბათუმს ტრაპიზონის კველვითი საავამდყოფოს პროფესორი ონკოლოგი ექიმი ფეიაზ ოზდემირი ეწვია. ბატონმა ფეიაზმმა და ბათუმის რესპუბლიკური საავდმყოფოს ონკოლოგმა ექიმმა ხათუნა შოთაძემ ერთად ჩაატარეს უფასო კონსულტაციები ონკოპაციენტებთან. 

ექიმებმა ერთობლივად განიხილეს კველევები.  ერთად დაგეგმეს შემდგომი მკურანლობის ეტაპი პაციენტებთან და გაუზიარეს ერთამენეთს პროფესიული გამოცდილებები.

კომპანია აიდერთან ერთად განხილული და დაგეგმილი იქნა  მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.  ბათუმის რესპუბლიკურ საავამდყოფო მადლობას  უხდის ყველა ჩართულ მხარეს  ნაყოფიერი მუშაობისათვის.

batumi republican clinical hospital

კონსულტაცია თურქ სპეციალისტებთან ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში

✅ გიბრუნდებით ძალიან კარგი სიახლით 18 ნოემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოს ტრაპიზონის ფარაბი საავადმყოფოს ონკოლოგი ფეიაზ ოზდემირი ეწვევა
✅ რადიოლოგიური კვლევების განხილვა და კონსულტაციები მოხდება ქართველ ონკოლოგ ხათუნა შოთაძესთან ერთად!
✅ 18 ნოემბერი
✅ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ წინასწარ!
✅ ექიმთან კონსულტაცია უფასოა!

👨‍⚕️ სპეციალისტები პაციენტებს მიიღებს 12:00 დან 15:00 საათამდე
📍 მისამართი: ქ.ბათუმი ტბელ აბუსერიძის #2
☎ ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995)577-55-51-80 / 0422 22 00 08 -  (+995) 595 03 61 53 / (+995) 551 00 34 48

#18ნოემბერი#რესპუბლიკურისაავადმყოფოდააიდერისსამედიცინოტურიზმისკომპანია#ონკოლოგია#ვზრუნავთთქვენსჯანმრთელობაზე

batumi republican clinical hospital

11 ნოემბერს შპს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში სტუმრად ჩამოდიან თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ექიმები (პროფესორები

🏥📅 11 ნოემბერს შპს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში სტუმრად ჩამოდიან თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ექიმები (პროფესორები).

🤝 პირველი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დაწესებულიების კლინიკურ და ადმინისტრაციულ მენეჯერებთან. (დაათვალიერებენ კლინიკის შესაძლებლობებს, გაეცნობიან კოლეგებს)


🕰️ დღის განმავლობაში ჩვენი ექიმები მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მიიღებენ პაციენტებს და გაუწევენ უფასო კონსულტაციებს 12:00 დან 13:00 ჩათვლით. განხილული იქნება მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.


მოწვეული ექიმების შემადგენლობა:

👨‍⚕️ ათაქან დემირ - ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი;

👨‍⚕️ ოზან ალი ერდალი - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი;

👨‍⚕️ ალი ჩიველეკი - კარდიოქირურგი, პროფესორი;

👨‍⚕️ სუათ ქარათაში - მეან-გინეკოლოგი, ინ-ვიტრო განაყოფიერების სპეციალისტი;

👨‍⚕️ მუსტაფა აიდინი - ნეიროფიზიოლოგი;

👨‍⚕️ ფატიხ ჩელიკი - უროლოგი, ბავშვთა უროლოგი;


☎️ პაციენტების მიღება მოხდება წინასწარი რეგისტრაციით : ტელ: 577 555 180

☎️ ცხელი ხაზის სამუშაო საათებია:


ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 18:00

შაბათი: 10:00 14:00

batumi republican clinical hospital

ვიზიტი გერმანიაში

🇬🇪 🤝 🇩🇪 გერმანიის ავტონომიური ოლქის ბავარიის ეკონომიკის ენერგეტიკის და ტექნოლოგიის სამინისტრო (DWV)  ფინანსური მხარდაჭერით “Bayern-Fit for Partnership” პროგრამის  ფარგლებში 23-27 ოქტომბერს შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენლები ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან ერთად  იმყოფებოდნენ  ბავარიის ოლქის  სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებში. შეხვედრები შედგა ოთხ ქალაქში (ნიურბერგი, ბაიროითი, ვიურცბურგი, მიუნხენი). დელეგაციის წევრები გაეცნენ  სამედიცინო დარგის ინოვაციურ ტექნიკის ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს. 

👉 კომპანია Ziehm Imaging”-ის  ოფისში,  დელეგაციის წევრებმა  დაათვალიერეს საოპერაციო  რადიოლოგიური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის  ინფრასტრუქტურა.  გაეცნეს  მობილური საოპერაციო რენტგენის „C-Arm“  აწყობის ტექნოლოგიურ პროცეს, მის მახასიათებლებსა და უპირატესობებს. გაიმართა სამუშაო შეხვედრა  მწარმოებელი კომპანიის მენეჯერებთან  და მარკეტინგის სამსახურის  წარმომადგენლებთან.

👉 კომპანია  „Bio  Car“ -ის  ოფისში გაიმართა პრეზენტაცია  ინოვაციური ჰემოსტატიკური  მედიკამენტებისა  და ქირურგიული სახარჯი მასალების შესახებ, მათ შორის თიაქრის ბადეების ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნა ინოვაციური  თიაქრის ბადეები, რომელებიც დაფარული ტიტანის შრით.  განხილული იქნა მათი უპირატესობები  ცალკეულ სამედიცინო სერვისებში,  რომელთა გამოყენება  ბევრად აუმჯობესებს  სამედიცინო სერვისების მიწოდების  ხარისხს.

👉 კომპანია „Mavig”- ოფისში გაიმართა პრეზენტაცია  მობილური მორფოლოგიური  ლაბორატორიული აპარატურის  შესახებ განხილული იქნა მისი ფუნქციები,  მახასიათებლები  და გამოყენება ონკოლოგიურ მედიცინაში პირველადი  დროული  გადაწყვეტილებების მიღებისას. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს  საჭიროებიდან გამომდინარე  გაიმართა  მოლაპარაკება  კომპანიის მენეჯერებთან  აპარატის ტექნიკური მახასიათებლებსა და კომპანიის მხრიდან  შესაძლო  დაინტერესებაზე  საერთაშორისო ტენდერებთან დაკავშირებით.

👉 კომპანია „Wisap“-ის მიერ გაიმართა პრეზენტაცია პაციენტის მონიტორებისა და  ქირურგიული  ელექტრო- დანების  გაუმჯობესებულ მახასიათებლებზე და მათ  გამოყენებაზე სხვადასხვა  ქირურგიულ ჩარევებში.  დელეგაციის წევრებმა  ასევე   ადგილზე დაათვალიერეს რენტგენის დამცავი საშუალებების წარმოების ტექნოლოგიურ პროცესი.

👉 კომპანია “Brainlab”-ის ოფისსში გაიმართა ნეიროქირურგიული და ზოგად ქირურგიული ოპერაციების ინოვაციური ტექნოლოგიური მეთოდის  - ნავიგაციის შესაძლებლობები ონკოლოგიაში, შედგა რამდენიმე  პრეზენტაცია.  სიმულაციურ საოპერაციო დარბაზებში გაიმართა ჩვენება  ნავიგაციური საოპერაციო ტექნიკის  ფუნქციებსა და გამოყენებაზე თანამედროვე მედიცინაში.

🤝 ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა  ბავარიის ოლქის ეკონომიკის  სამინისტროში,   სადაც ვიზიტის შესახებ მოხსენება გააკეთა შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ბატონმა სოლომონ ფუტკარაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებს  გადაეცათ  შესაბამისი სერთიფიკატები.

batumi republican clinical hospital

ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

🇬🇪 🤝 🇹🇷 28-29 სექტემბერს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, სამედიცინო ტურიზმის სააგენტო აიდერის მხარდაჭერით, წარმომადგენლები თურქეთის რესპუბლიკაში, ტრაპიზონში, ფარაბის ჰოსპიტალს ეწვივნენ.

👉 კლინიკის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ფარაბის ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების სტრუქტურას და მუშაობის პროცესში სინთეზური (პრაქტიკული და აკადემიური) მიდგომის უპირატესობებს.

👉 ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დეტალური შეხვედრები ინტენსიური თერაპიის, რადიოლოგიური, საოპერაციო (ანგიოგრაფიის) განყოფილების ხელმძღვანელებთან და პრაქტიკოს ექიმებთან.

👉 აღწერილია ფარაბის საავადმყოფოს, როგორც სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის, სტრუქტურული სტრუქტურის თავისებურებები, სახელმწიფო დაფინანსების კონცეფცია და საგანმანათლებლო რგოლის მნიშვნელობა მართვის სტრუქტურაში.

👉 გაიმართა საქმიანი შეხვედრები ჰოსპიტალის ადმინისტრაციულ და კლინიკურ ხელმძღვანელებთან, განიხილეს წინადადებები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მოწვევისა და გადამზადების შესახებ, ასევე სამედიცინო ინჟინრებს/სპეციალისტებს.

batumi republican clinical hospital

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ლაბორატორიულ კვლებეზე აქცია გამოცხადდა

🏥 ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ლაბორატორიულ კვლევებზე აქცია გამოცხადდა.

💉 FSH - ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი 28ლ - 16ლ
💉 პროგესტერონი - პროგესტერონი 28ლ - 16ლ
💉 ტესტოსტერონი - ტესტოსტერონი 28ლ - 16ლ
💉 HGG ადამიანის ქორიონგონადოტროპული ჰორმონი 28ლ - 16ლ
💉 კორტიზოლი - კორტიზოლი 37ლ - 21ლ

📍 მისამართი: ბათუმი ტბელ აბუსერიძის #2
☎️ რეგისტრაციისთვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 577-55-51-80 / 0422 22 00 08

batumi republican clinical hospital

ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2023“

▪ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეექვსე  საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2023“

▪ რიგით მექვსე საერთაშორისო კონფერენცია ჯეოანესთეზია-2023, დღეს სასტუმრო “Qourtyard by Marriott” -ში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა, რომელმაც დელეგატებს სიტყვით მიმართა და წარმატებული შეხვედრები უსურვა.

▪ ორი დღის განმავლობაში გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. გაიმართება სამუშაო შეხვედრები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში, ცალკე სექციაა გამოყოფილი ექთნებისთვისაც.  ასევე,  იქნება სადისკუსიო პანელი, სადაც გამოტანილი იქნება აქტუალური საკითხები.

▪ კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სკოლის, გადაუდებელი მედიცინის ექიმთა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით.
„Geoanesthesia-2023“ აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და უფლებამოსილია გასცეს კრედიტ ქულები.

batumi republican clinical hospital

რესპუბლიკურ საავადმყოფოს პედიატრიული მიმართულება დაემატა

🏥 👶 რესპუბლიკურ საავადმყოფოს პედიატრიული მიმართულება დაემატა

ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფო სერვისების გაფართოებას აგრძელებს. 

🏥 🛏️ კლინიკას ამჯერად 50 საწოლზე გათვლილი პედიატრიული  დეპარტამენტი  დაემატა.

👉 გახნის ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი, ლადო შელია და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე ესწრებოდნენ.

💊 საავადმყოფოში ხელმისაწვდომია შემდეგი პედიატრიული მიმართულებები: 

👉 ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, 

👉 ზოგადი პედიატრია, 

👉 კარდიორევმატოლოგია,  

👉 ნეფროლოგია, 

👉 ალერგოლოგია,

👉 ნევროლოგია,

👉 ტოქსიკოლოგია, 

👉 გასტროენტეროლოგია,

👉 ბავშვთა ინფექციები, 

👉 ზოგადი ქირურგია,

👉 ყბა-სახის  ქირურგია,

👉 ორთოპედია-ტრავმატოლოგია,

👉 ოტო-რინო-ლარინგოლოგია.  ასევე, უახლოეს პერიოდში დაემატება ბავშვთა რეანიმაცია.

👨‍⚕️ 🩺 პედიატრიულ  დეპარტამენტს 37 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედიატრი, ბავშვთა კარდიორევმატოლოგი, თამაზ სურმანიძე უხელმძღვანელებს.

🏥 202 საწოლზე გათვლილი ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ახალი შენობა 2020 წელს გაიხსნა, თავდაპირველად დაწესებულება კოვიდ აპაციენტებს ემსახურებოდა, მოგვანებით დაემატა სხვადასხვა სერვის და ამჟამად მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტატუსით ფუნქციონირებს.

batumi republican clinical hospital

ჰემოფილიისა და დონორობის შეხვედრა-კონფერენცია.

🏥🩸 ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩატარდა საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტისა და ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა-კონფერენცია.

🏥💉 საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი დაავადებების მქონდე პაციენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის "სიგელი" გადაეცა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს.