ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164

📣💙💛 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
🌞2025 წლის მსოფლიო კამპანიის გზავნილია - „გავაუმჯობესოთ ჩვენი მხარდაჭერის სისტემები.”
გზავნილი გულისხმობს ინკლუზიური მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას, რათა უზრუნველყონ დაუნის სინდრომის მქონე პირებმა მიიღონ ზრუნვა, განათლება და შესაძლებლობები, რომლებსაც იმსახურებენ

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში, ერთნაირი სიხშირით ვლინდება.
დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.
დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
რატომ ასოცირდება ეს დღე ჭრელ წინდასთან?!
წინდა ქრომოსომას ჰგავს, ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არა ერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, 21-ე ქრომოსომული წყვილის ტრისომიის შესახებ.


მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართველოც.
21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
დაუნის საერთაშორისო დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაავადებულთა უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.


🏥ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო მაღალი ხარისხის და სანდო სამედიცინო სერვისების მიწოდებით, მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს აღნიშნულ გლობალურ კამპანიაში და ხელს უწყობს დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს მიეწოდოთ თანასწორი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები.

#მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს