batumi republican clinical hospital service logo

ენდოსკოპია

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ენდოსკოპიური კაბინეტი  აღჭურვილია ფირმა Olympus-ის თანამედროვე და სრულყოფილი ციფრული ენდოსკოპიური აპარატით (OLYMPUS EVIS X1 CV-1500), რომელიც  გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის გამოსახულებით (Ultra HD / 4K) და თანამედროვე ენდოსკოპიაში გამოყენებადი სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიური რეჟიმებით (NBI, TXI, RDI). ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს საშუალებას ადრეულ ეტაპზე დავადგინოთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ნებისმიერი პათოლოგია, მათ შორის კიბოსწინარე დაავადებების დროული დიაგნოსტიკა.

ენდოსკოპიური მომსახურების მიღება შესაძლებელია თანამედროვე გაიდლაინების და პროტოკოლის სრული დაცვით 24 საათიან რეჟიმში. 

ჩვენს კლინიკაში ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:

* ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია  (საყლაპავი მილის, კუჭის, თორმეტგოჯა  ნაწლავის  ენდოსკოპიური კვლევა და ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის)
* კოლონოსკოპია  (მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპური კვლევა და ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის).
* სადიაგნოსტიკო და სანაციური ბრონქოსკოპია

ჩვენთან ასევე წარმოებს სავადასხვა სახის ენდოსკოპიური მანიპულაციები და ენდოქირურგიული ოპერაციები:
* სისხლდენის შემაჩერებელი სხვადასხვა პროცედურები წყლულოვანი და სხვა დაავადებების დროს.
* უცხო სხეულის ამოღება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და სასუნთქი სისტემიდან.
* სანაციური ბრონქოსკოპია
* ბიოფსიური მასალის აღება სხვადასხვა ორგანოებიდან შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის
* პოლიპის ამოკვეთა (პოლიპექტომია) ენდოსკოპიური მეთოდით (საყლაპავიდან, კუჭიდან, მსხვილი ნაწლავიდან)
* საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირება ენდოსკოპური მეთოდით
* სტენტის ჩადგმა ენდოსკოპიური მეთოდით საყლაპავის, კუჭის , მსხვილი ნაწლავის სანათურში სხვადასხვა დაავადებების დროს.
* ენდოსკოპიური გასტროსტომია (მუცლის წინა კედლიდან კუჭში სპეციალური საკვები მილის ჩაყენება) და სხვა.

ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარება შესაძლებელია ინტრავენური ანესთეზიის და СO2-ის გამოყენებით, რაც ხდის მანიპულაციას სრულიად უმტკივნეულოს და უსაფრთხოს. ენდოსკოპების დამუშავება ხდება თანამედროვე, ავტომატიზირებული გამრეცხი და სადეზინფექციო მანქნანების მეშვეობით.