ოფთალმოლოგია
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოში შესაძლებელია სტაციონარული და ამბულატორიული ოფთალმოლოგიური სერვისის მიღება.
კლინიკის ოფთალმოლოგიურ ცენტრებში პაციენტები იღებენ თანამედროვე აპარატურით უზრუნველყოფილ შემდეგ დიაგნოსტიკურ მომსახურებას:
* ვიზომეტრია;
* რეფრაქტომეტრია;
* კერატომეტრია;
* სხვადასხვა სირთულის სათვალის კორექციის შერჩევა;
* ბიომიკროსკოპია;
* ოფთალმოტონომეტრია;
* ოფთალმოსკოპია.
ასევე, ტარდება სხვადასხვა ტიპის ოფთალმოლოგიური ოპერაციები:
* კატარაქტის (მოხუცებულობითი, ტრავმული, გართულებული, დიაბეტური) ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით;
* ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები: წინა საკანზე შუნტის დადების ოპერაცია;
* ტრაბეკულოტომია ირიდექტომიით, ტრაბეკულოპლასტიკა;
* წინა ვიტრექტომია;
* ფრთისებრი აპკის ამოკვეთა და კონიუნქტივის ტრანსპლანტირება;
* ოპერაციები საცრემლე გზებზე: ტრანსნაზალური დაკრიოცისტორინოსტომია, დაკრიოცისტექტომია;
* რეკონსტრუქციული ოპერაციები ქუთუთოებზე:
- ქუთუთოს ბოჩკოსებრი ხრტილისა და კანის ამოკვეთა ექტროპიონის გამო,
- ენტროპიონის კომბინირებული კორექცია.
* ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციები;
* ევისცერაცია და ენუკლეაცია;
* ქალაზიონის გაკვეთა.