ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164

ყბა-სახის ქირურგია გახლავთ კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი დარგი, დაკავშირებული პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს არეში არსებული დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკასთან. რესპუბლიკური საავადმყოფოს ყბა სახის ქირურგიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას თანამედროვე სტანდარტებით.

ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის სამსახური მოიცავს ბავშვთა და მოზრდილთა როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონალურ მომსახურეობას, ნებისმიერი სახის გეგმიური თუ ურგენტული დაავადებების და დაზიანების აღმოფხვრასა და მკურნალობას.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  •  პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს ოდონტოგენური და არაოდონტოგენური ინფექციების მკურნალობა (აბსცესი, ფლეგმონა, ფურუნკული, კარბუნკული, ოსტეომიელიტი).
  • პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს ოდონტოგენური და არაოდონტოგენური კისტების მკურნალობა.
  • პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს კეთილთვისებიანი სიმივნეების და სიმსივნისმაგვარი დაავადებების მკურნალობა.
  • სანერწყვე ჯირკვლების დაავადებების, კეთილთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა.
  • ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების და დეფორმაციების (პოსტოპერაციული და პოსტტრავმული დეფორმაციების რეკონსტრუქციული ოპერაციები და ა.შ.)
  • ყბების განვითარების ანომალიების ქირურგიული მკურნალობა (ზედა და ქვედა ყბის პროგნათია, რეტროგნათიის და მიკროგნათიის ქირურგიული მკურნალობა).
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების მკურნალობა.
  • ყბა-სახის მიდამოს ტრავმული დაავადებების (სახის ძვლების მოტეხილობები) მკურნალობა.
  • სამწვერა და სახის ნერვების დაავადებების და დაზიანებების მკურნალობა.
  • ყბა-სახის მიდამოს რბილი ქსოვილების შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტების და დეფორმაციების, ნაწიბურების ქირურგიული კურნალობა.

ექიმები