ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია ფირმა Olympus-ის თანამედროვე და სრულყოფილი ციფრული ენდოსკოპიური აპარატით (OLYMPUS EVIS X1 CV-1500), რომელიც გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის გამოსახულებით (Ultra HD / 4K) და თანამედროვე ენდოსკოპიაში გამოყენებადი სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიური რეჟიმებით (NBI, TXI, RDI). ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს საშუალებას ადრეულ ეტაპზე დავადგინოთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ნებისმიერი პათოლოგია, მათ შორის კიბოსწინარე დაავადებების დროული დიაგნოსტიკა.
ენდოსკოპიური მომსახურების მიღება შესაძლებელია თანამედროვე გაიდლაინების და პროტოკოლის სრული დაცვით 24 საათიან რეჟიმში.
ჩვენს კლინიკაში ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (საყლაპავი მილის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა და ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის)
- კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპური კვლევა და ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის).
- სადიაგნოსტიკო და სანაციური ბრონქოსკოპია
ჩვენთან ასევე წარმოებს სავადასხვა სახის ენდოსკოპიური მანიპულაციები და ენდოქირურგიული ოპერაციები:
- სისხლდენის შემაჩერებელი სხვადასხვა პროცედურები წყლულოვანი და სხვა დაავადებების დროს.
- უცხო სხეულის ამოღება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და სასუნთქი სისტემიდან.
- სანაციური ბრონქოსკოპია
- ბიოფსიური მასალის აღება სხვადასხვა ორგანოებიდან შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის
- პოლიპის ამოკვეთა (პოლიპექტომია) ენდოსკოპიური მეთოდით (საყლაპავიდან, კუჭიდან, მსხვილი ნაწლავიდან)
- საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირება ენდოსკოპური მეთოდით
- სტენტის ჩადგმა ენდოსკოპიური მეთოდით საყლაპავის, კუჭის , მსხვილი ნაწლავის სანათურში სხვადასხვა დაავადებების დროს.
- ენდოსკოპიური გასტროსტომია (მუცლის წინა კედლიდან კუჭში სპეციალური საკვები მილის ჩაყენება) და სხვა.
ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარება შესაძლებელია ინტრავენური ანესთეზიის და СO2-ის გამოყენებით, რაც ხდის მანიპულაციას სრულიად უმტკივნეულოს და უსაფრთხოს. ენდოსკოპების დამუშავება ხდება თანამედროვე, ავტომატიზირებული გამრეცხი და სადეზინფექციო მანქნანების მეშვეობით.



