ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164

▫️ თეა ბერაია — პედიატრი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში.

▫️ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სეჩენოვის პირველი სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებული, 20 წელზე მეტი გამოცდილებით (მათ შორის ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ER განყოფილებაში უფროსი პოზიციით).
▫️ იგი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, განსაკუთრებული სითბოთი, სიმშვიდითა და თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით.
▫️ მისი მრავალწლიანი გამოცდილება, განათლება და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომები უზრუნველყოფს ბავშვთა დაავადებების დროულ, ზუსტ და ეფექტურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
▫️ პროფესიული განვითარება:
თეა მუდმივად ზრუნავს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სერტიფიკატებისა და კურსების გავლაში: გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (BLS, ALS, BTLS, ATLS), კრიტიკული პედიატრიული მედიცინა (PFCCS), ბიორეგულაციური თერაპია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციასთან დაკავშირებული ჰოსპიტალური პნევმონიის მართვა, ბავშვთა რესპირაციული ინფექციების თანამედროვე მიდგომები, SARS-CoV-2-ის დიაგნოსტიკა და მართვა პედიატრიულ პაციენტებში.