▫️ასოცირებული პროფესორი რუსლან ბოლქვაძე — საერთაშორისო გამოცდილების მქონე ონკოქირურგი და მამოლოგი, რომელიც მრავალწლიანი კლინიკური პრაქტიკითა და სამეცნიერო საქმიანობით წარმოადგენს თანამედროვე ონკოქირურგიის ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტს.
▫️ის არის 55 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად და ლიცენზირებად სამედიცინო ჟურნალებში. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე საერთაშორისო კონგრესსა და სამედიცინო ფორუმში, სადაც მუდმივად იზიარებს და ეცნობა ონკოლოგიისა და ქირურგიის უახლეს მიღწევებს.
▫️მას პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიღებული აქვს ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში, რაც მის პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
იგი ასევე არის ღვიძლის ტრანსპლანტაციის მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, სადაც მონაწილეობს რთული კლინიკური შემთხვევების მართვასა და ქირურგიულ მკურნალობაში.
📍 Tbel Abuseridze 2/ A. Pushkin 164
☎️ 422220008

