ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164

▫️სიხარულით და სიამაყით გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის წევრი — ოფთალმოლოგი თამარ გოგიტიძე, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს, უახლეს კლინიკურ პროტოკოლებს და ინდივიდუალურად მორგებულ, მაღალი ხარისხის მკურნალობას.

▫️მისი პროფესიული გზა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქართული მედიცინის საერთაშორისო აღიარების მიმართულებით და არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფორმაცია ადგილობრივ ჯანდაცვაში.

ის არის პირველი საქართველოდან, ვინც 2025 წელს წარმატებით გაიარა სპეციალიზებული ფელოუშიფ პროგრამა გერმანიაში, University Hospital of Cologne-ში და მოიპოვა ოფთალმოლოგიის საერთაშორისო ფონდის ფელოუშიფი — საერთაშორისო სტიპენდია ოკულოპლასტიკურ ქირურგიაში.

📍 Tbel Abuseridze 2/ A. Pushkin 164
☎️ +995422220008