ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164

💥✍ გვიხარია, როცა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი მუდმივად ზრუნავს კლინიკის განვითარებაზე.
ადმინისტრაციის შესაბამისი რგოლი იკვლევს პაციენტთა საჭიროებებს და ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს პაციენტთა მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ამაზე მეტყველებს ჩვენს კლინიკაში მიღებულ პაციენტთა რაოდენობის ზრდა. იზრდება ასევე მადლიერ პაციენტთა რაოდენობა.

ქალბატონი ვარსენიკი (ნანა) გრძელიძე, რომელმაც ჩვენს კლინიკაში ჩაიტარა დიაგნოსტიკური კვლევები და მკურნალობა უზადოდ მადლიერი დარჩა.
მისი სიტყვებით რომ ვთქვათ , კლინიკაში შემოსვლისთანავე პერსონალმა მის მიმართ უდიდესი გულისხმიერება გამოიჩინა , რის გამოც ქალბატონი ვარსენიკი სპეციალურად მოვიდა რეგისტრატორების, ლაბორატორიის პერსონალის და ექიმების მიმართ მადლიერების გამოსახატავად.
მადლობას უხდის საავადმყოდოს დირექტორს, ბატონ სოლომონ ფუტკარაძეს.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის მოგაწოდოთ ხარისხიანი სერვისი . ყველა პაციენტს ჯანმრთელობას და ბედნიერ სიცოცხლეს გისურვებთ.

📍 მისამართი: ქ.ბათუმი ტბელ აბუსერიძის #2