👉"ლაბორატორიები იცავენ სიცოცხლეს!" -მსოფლიოს მთავარ გზავნილს ლაბორატორიული მედიცინის კვირეულის ფარგლებში ბათუმის რესპუბლიმური კლინიკური საავადმყოფო უერთდება!
კვირეული კიდევ ერთხელ გვახსენებს ლაბორატორიის და მასში მომუშავე ადამიანების როლს.
უდიდესია ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა.
ისინი კულისებში თეთრ ხალათებში ჩაცმულები ცოდნითა და ტექნიკით აღჭურვილები ცდილობენ მიაწოდონ მკურნალ ექიმებს ზუსტი და სწორი პასუხები დაგვიანებების გარეშე- „შეცდომა ადამიანურია, დაგვიანება სასიკვდილო“.
დიახ, ბევრჯერ ჩვენს პასუხს შეუცვლია მკურნალობის გეგმა. ამაყები ვართ, რომ ბევრჯერ კვლევის შედეგად დასმულა სწორი დიაგნოზი.
გვყავს ბევრი მადლიერი პაციენტი.
დიახ, ფუტკარივით მშრომელი ლაბორატორიის გუნდი კლინიკის საიმედო, მთავარი და მყარი საძირკველია.
