ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164

“ჯანსაღი არჩევანი — ჩემი თავისუფლებაა“
თუ ფიქრობ, რომ შენი არჩევანი დღეს მხოლოდ დღევანდელ დღეს ეხება — დროა გადახედო რეალობას. ეს საგანმანათლებლო პროგრამა გაჩვენებს, როგორ მოქმედებს ერთი შეხედვით „უბრალო“ გადაწყვეტილებები შენს მომავალზე.
თემა განკუთვნილია VII- XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მზად არიან გაიგონ მეტი საკუთარი სხეულის, ჯანმრთელობისა შესახებ, გააცნობიერონ რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება, და თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა თავიამთ მომავალზე.
მიზანი:მოსწავლეებმა გააზრებულად გააცნობიერონ მავნე ნივთიერებების (ალკოჰოლი, ნიკოტინი, ნარკოტიკები, ვეიპინგი) გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, თავისუფალ ნებაზე და ჩამოუყალიბდეთ მტკიცე, არგუმენტირებული უარყოფითი პოზიცია მათი მოხმარების მიმართ.
ეს არ არის მხოლოდ ლექცია — ეს არის პრაქტიკული, ინტერაქტიული და მეცნიერულად გამართული გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
აირჩიე ჯანმრთელობა. აირჩიე თავისუფლება.