დაიბრუნეთ თავდაჯერებულობა მარტივად და უმტკივნეულოდ!
▫️ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოში ოპერაციას ატარებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი სპეციალისტები.
▫️ბლეფაროპლასტიკა ფუნქციური კორექციაა, რომლის დროსაც კეთდება ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ბალიშების რეზექცია. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით. რეაბილიტაციის პერიოდი ინდივიდუალურია და 7-10 დღე გრძელდება.
▫️შედეგად პაციენტის სახე უფრო ახალგაზრდულად და დასვენებულად გამოიყურება. ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ბალიშების მოცილება ხელს უწყობს როგორც ესთეტიკურ, ასევე მხედველობის გაუმჯობესებას (თუ ქუთუთოების ჩამოშვება ხედვის არეს ზღუდავდა). ოპერაციის ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია და როგორც წესი, 10-15 წლის განმავლობაში ან მეტხანს ნარჩუნდება. თუმცა, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კანის სტრუქტურაზე და ცხოვრების წესზე. პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვანია კანის სათანადო მოვლა და მზისგან დაცვა, რათა მიღწეული შედეგი მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნდეს.

