ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164
აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.

▫️მთის სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.
▫️პროგრამის განხორციელებას ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.
▫️მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას დაესწრნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი კახაბერ აღამანაშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.

▫️სამედიცინო კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე.

ავადობის კვლევის პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება და დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებითა და დიაგნოსტიკური კვლევებით სარგებლობს. სამედიცინო ბრიგადაში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი და ოფთალმოლოგი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მედიკამენტების პაკეტიც გადაეცემათ.

სერვისი ხელმისაწვდომია მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და 11 მაღალმთიანი სოფლის ამბულატორიაში.

პროგრამას - „აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე მესამე წელია ახორციელებს.

აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.
აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.
აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.
აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.
აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.
აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.
აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.