📎 ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი უფასო სამედიცინო კონსულტაციები :
1, 2 და 3 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გთავაზობთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას — ბავშვებისთვის უფასო კონსულტაციებს წამყვანი სპეციალისტებისგან. კონსულტაციები ჩატარდება შემდეგი პროფილების ექიმებთან:
▫️პედიატრი
▫️ოფთალმოლოგი
▫️ფსიქოლოგი
▫️გასტროენტეროლოგი
▫️კარდიოლოგი
▫️ჰემატოლოგი
📎მიზანი არის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ადრეული შეფასება, პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში დროული რეკომენდაციების გაცემა.
❗️თარიღები: 1, 2, 3 ივნისი ადგილი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მიღება: წინასწარი ჩაწერით
გთხოვთ, დაიჯავშნოთ ვიზიტი წინასწარ, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველ სპეციალისტთან კონსულტაცია.
❕იზრუნეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე — ბავშვთა დღე საუკეთესო დროა მათი ჯანმრთელობის შესაფასებლად

