▫️ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა ანესთეზიისა და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა ანა კოჩაძემ, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გამართულ პროფესიულ ტრენინგზე სტუდენტებს რეალური კლინიკური შემთხვევები გააცნო, პრაქტიკულ გამოცდილებასა და კრიტიკულ კლინიკურ აზროვნებაზე განსაკუთრებული აქცენტებით.
▫️ჩვენი კლინიკისთვის პროფესიული განათლების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
▫️ტრენინგი 12 თებერვალს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში, „აჭარის საექთნო ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ სიტუაციურ ამოცანებში , რაც მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ჭრილში გააზრებაში დაეხმარა.
