ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164

რა არის პნევმონია?


პნევმონია არის ფილტვების ნებისმიერი ლოკალიზაციის ანთებით მდგომარეობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ვისცერულ პლევრას, შემაერთებელ ქსოვილს, სასუნთქ გზებს, ალვეოლებსა და სისხლძარღვთა სტრუქტურებს.

პნევმონია ხშირ შემთხვევაში ასოცირდება ცხელებასთან, რესპირატორულ სიმპტომებთან და ფილტვის ქსოვილის დაზიანებასთან, რომელიც დასტურდება, აუსკულტაციური მონაცემებით, გულმკერდის რენტგენოგრაფიით და ლაბორატორიული კვლევებით.

 

ეპიდემიოლოგია

 

განვითარებულ ქვეყნებში პნევმონიის წლიური შემთხვევები, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1000-ზე 3.3-ს შეადგენს, ხოლო 0-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში 1000-ზე 1.45-ს. არაჰოსპიტალური პნევმონიით დაავადებული ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას . შეერთებულ შტატებში ორ წლამდე ასაკის ბავშვებში პნევმონიის (ყველა მიზეზის) გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები შემცირდა პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინის (PCV) დანერგვის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული პნევმონია მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, ისინი უფრო გავრცელებულია ცივ თვეებში. გავრცელება დამოკიდებულია ტემპერატურის ცვალებადობაზე, ტენიანობაზე. ხალხმრავალ ადგილებში ინფიცირების მაღალი რისკია ვირუსის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემის გამო.


რომელი ბავშვები ითვლებიან რისკის ჯგუფში?


რისკ ჯგუფში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები:

  •  გულის თანდაყოლილი დაავადება
  • ბრონქ -ფილტვის დისპლაზია
  • კისტოზური ფიბროზი
  • ასთმა
  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
  • მძიმე ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტებოი
  • კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადება (მაგ: გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ტრაქეოეზოფაგური ფისტულა)
  • თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტის დარღვევები

 

რამდენად ეფექტურია ვაქცინაცია?


Haemophilus influenzae ტიპი b (Hib) და პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინებით იმუნიზაცია იცავს ბავშვებს ამ ორგანიზმებით გამოწვეული დაავადებისგან. Hib ოდესღაც პნევმონიის გავრცელებული მიზეზი იყო მცირეწლოვან ბავშვებში შეერთებულ შტატებში. თუმცა, ის პრაქტიკულად აღმოიფხვრა Hib კონიუგირებული ვაქცინებით რუტინული იმუნიზაციის შედეგად. შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ჩვილების PCV ვაქცინით იმუნიზაციამ ეფექტურად შეამცირა ჰოსპიტალიზაცია.

პნევმოკოკური ვაქცინაცია ასევე ამცირებს ვირუსული პნევმონიის რისკს. რანდომიზებულ კვლევაში, პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინით სრული იმუნიზაცია მოიცავდა შვიდი რესპირატორული ვირუსს, რომელმაც 31 %-ით შეამცირა პნევმონიის შემთხვევები.

როგორ ხდება ფილტვში ანტებითი უბნების წარმოქმნა?


პნევმონია ზედა სასუნთქი გზების დაავადების შედეგია, რომელიც იწვევს ქვედა სასუნთქ გზებში ბაქტერიების, ვირუსების ან სხვა პათოგენების შეჭრას, რაც იწვევს იმუნურ პასუხს და ანთებას.
ქვედა სასუნთქი გზების საჰაერო სივრცეები ივსება სისხლის თეთრი უჯრედებით, სითხით და უჯრედული ნარჩენებით, რაც იწვევა აირთა ცვლის მოშლას, კონკრეტული უბნის დაზიანებას და ანთების ჩამოყალიბებას.

 

გამომწვევი აგენტები


არაჰოსპიტალური პნევმონია (CAP) ფილტვის პარენქიმის მწვავე ინფექციაა, რომელიც შეძენილია საზოგადოებაში.

ვირუსები - ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში პნევმონიის ყვალაზე გავრცელებული გამომწვევებია: ცომეგალოვირუსი (CAP), Mycoplasma hominis და Ureaplasma urealyticum

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში ძირითადი გამომწვევებია- გრიპის A და B ვირუსები, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ენტეროვირუსი.

2014 წელს ამერიკელ ბავშვებში ჩატარებული კვლევებით პნევმონიის გამომწვევ ძირითად მიზეზად ინდენტიფიცირდა კორონავირუსი, რინოვირუსი და ადამიანის ბოკავირუსი.

ბაქტერიები - სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პნევმონიის გამომწვევ მნიშვნელოვან ბაქტერიულ მიზეზებს შორისაა S. pneumoniae , H. influenzae ტიპი b (Hib), Moraxella catarrhalis , S. aureus , S. Pyogenes

ასპირაციული პნევმონია  —  როდესაც არსებობს ასპირაციისადმი მიდრეკილება, პნევმონია შეიძლება გამოწვეული იყოს ანაერობული პირის ღრუს ფლორით.

რადგან პნევმონიის გამომწვევი ბევრი პათოგენი არსებობს საჭიროა კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით მოხდეს განსაზღვრა პნევმონია გამოწვეულია ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი თუ სხვა მიკოორგანიზმით და შემდეგ მოხდეს მკურნალობის დაწყება.

 

ჰოსპიტალიზაციის ჩვენება

 

  • ჰიპოქსემია (პერიფერიული კაპილარული ჟანგბადის სატურაცია [SpO2 ] <90 % ოთახის ჰაერზე)
  • დეჰიდრატაცია -კვების შეუძლებლობა
  • საშუალო და მძიმე ხარისხის სუნთქვის უკმარისობა: სუნთქვის სიხშირე >70 ჩასუნთქვა/წუთში 12 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის და >50 ჩასუნთქვა/წუთში უფროსი ასაკის
  • ბავშვებისთვის; ცხვირის შეკუმშვა; ცხვირის გაბერვა; სუნთქვის გაძნელება; აპნოე;
  • ტოქსიკური იერსახე (უფრო ხშირია ბაქტერიული პნევმონიის დროს და შეიძლება მიუთითებდეს უფრო მძიმე მიმდინარეობაზე)
  • გართულებები (მაგ., ეფუზია/ემპიემა, ნეკროზული პროცესი, აბსცესი)
  • ამბულატორიული თერაპიის უშედეგობა (გაუარესება ან რეაქციის არარსებობა ბინაზე მკურნალობის დაწყებიდან 48-72 საათში).

პნევმონიით დაავადებული ბავშვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კლინიკურ, ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ მონაცემებზე.


ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა გამართლებულია იმ ბავშვებისთვის, რომელსაც აღენიშნებათ:

  • სუნთქვის უკმარისობის მოსალოდნელი ნიშნები -ადინამია, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი.
  •  აპნოე(სუნთქვის გაჩერება) ან ნელი არარეგულარული სუნთქვა
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა პროგრესირებადი ტაქიკარდიით და/ან ჰიპოტენზიით.
  • მრავალწილოვანი ინფილტრატები
  • შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა
  • პლევრული ეფუზია(გამონაჟონი)
  • თანმხლები მდგომარეობა (მაგ., ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, იმუნოდეფიციტი, იმუნოსუპრესია)

 

როდის უნდა დაიწყოს ბინაზე მკურნალობა?


პაციენტი უნდა შეფასდეს პედიატრის მიერ, ჩაუტარდეს კვლევები როდესაც დადგინდება, რომ პნევმონია გამოწვეულია ბაქტერიული პროცესებით ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყება აუცილებეალია, თუმცა აქ ვაწყდებით არარაციონალურად დანიშნულ ანტიბიოტიკოთერაპიას, რომელიც პაციენტის შემდგომ ბაქტერიორეზისტენტულობაზე ახდენს დიდ გავლენას.

მაგალითად 6 თვემდე ასაკის პაციენტებში ბინაზე განვითარებული პნევმონიის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება მოწოდებულია მესამე თაობა ცეფალოსპორინით ასაკიდან და რისკ ფაქტორებიდან გამომდინარე. 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვებში კატეგორიულად აკრძალულია მესამე თაობა ცეფალოსპორინით მკურნალობის დაწყება. სასტარტო ანტიბიოტიკებია ამპიცილინი ან პენიცილინ G. თუ ეჭვი გვაქვს ატიპიური პნევმონიის არსებობასთან რაც განისაზღვრება ანამნეზიდან და კლინიკური მიმდინარეობიდან უნდა დაემატოს მაკროლიდი.

5 წლის წინ პროტოკოლით სხვა ანტიბაქტერიული მკურნალობა იყო მოწოდებული ხოლო ახალი გაიდლაინები გვაფრთხილებენ, რომ მკურნალობა უნდა დავიწყოთ სასტარტო ანტიბიოტიკით და არა მენეჯირებაში მე-3 ადგილას მყოფი პრეპარატით. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებს გამომუშავებული აქვთ რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ანტიბიოტიკს არ შეუძლია კონკრეტული ბაქტერიის დეაქტივაცია რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ლეტალურ შედეგს. ხშირად ყოფილა ბინაზე დაწყებული ანტიბიოტიკით რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრილა პაციენტი და იძულებულები ვართ სარეზერვო ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, რაც პაციენტს უზრდის რეზისტენტობას ანტიბიოტიკების მიმართ.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რამოდენიმე წელში ერთხელ ახალი ანტიბიოტიკი შეიქმას ამიტომ ექიმებს მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტის დაცვა გვმართებს ანტიბიოტიკის დანიშვნის დროს.

რაც შეეხება სხვა გამომწვევების დროს ანტივირუსულ და ანტიფუნგალური საშუალებების დანიშნვა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, სიმძიმეზე და კლინიკურ-ლაბორატორიულ მონაცემებზე.


ამიტომ მნიშვენლოვანია მკაცრად განისაზღვროს პნევმონიის გამომწვევი და შემდეგ მოხდეს მკურნალობის დაწყება.
დაუშვებელია ცხელების და ხველის დროს ლაბორატორიული და აუსკულტაციურო მონაცემების გარეშე ანტიბიოტიკის დანიშვნას. ბრონქიტსაც ახასიათებს ცხელება და ხველა თუმცა ხშირ შემთხვევაში გამომწვევი არის ვირუსი და ანტიბიოტიკის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

 

ექიმი ანა კოჩაძე

ანა კოჩაძე