ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/ ა.პუშკინის 164

ანევრიზმა არის სისხლძარღვის კედლის ადგილობრივი, პათოლოგიური გაფართოება, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როცა ძარღვის კედელი სუსტდება და ვერ უძლებს შიგნით არსებულ არტერიულ წნევას.

ანევრიზმის განვითარებას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი. მათ შორის მნიშვნელოვანია:

  • არტერიული ჰიპერტენზია
  • ათეროსკლეროზი
  • მოწევა
  • მემკვიდრეობითი კოლაგენისა და სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურული დარღვევები
  • ტრავმული ან ინფექციური ეტიოლოგიის დაზიანებები.

 

დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მის დიაგნოსტიკას ართულებს. სიმპტომები, როგორც წესი, ერთვება მაშინ, როდესაც ანევრიზმა იზრდება და ახდენს მეზობელი სტრუქტურების კომპრესიას. ტვინის ანევრიზმის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს:

  • უეცარი და ძალზე ძლიერი თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • მხედველობის დარღვევები
  • ცნობიერების ცვლილება.

 

აორტის ანევრიზმის დროს დამახასიათებელია მკვეთრი, ძლიერი ტკივილი გულმკერდის ან ზურგის მიდამოში.

 

დიაგნოსტიკა ეფუძნება ინსრუმენტულ კვლევებს: კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და ანგიოგრაფიას (CT/CTA), მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ან ანგიოგრაფიას (MRI/MRA), ხოლო პერიფერიული არტერიების შეფასებისთვის — ულტრაბგერით დოპლერულ კვლევას. სწორი დიაგნოზი განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას, რომელიც დამოკიდებულია ანევრიზმის ზომაზე და მდებარეობაზე.

 

 ექიმი: რეზო ბათნიძე