ლაბორატორიული კვლევების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იმისათვის რომ მივიღოთ ზუსტი და სანდო შედეგები, რაც შემდგომში ექიმისთვის სწორი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის გეგმის შესადგენად იქნება გადამწყვეტი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორად მოემზადოთ დაგეგმილი ანალიზებისთვის (მაგ: სისხლის, შარდის ან სხვა ბიოლოგიური მასალის ანალიზისთვის).
- დილით უზმოზე (12 სააათიანი შიმშილი)-განსაკუთრებით ეს ეხება ქოლესტერინის და ლიპიდური სპექტრის, ALP- ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრას სისხლში.
- ზოგიერთ ლაბორატორიულ მაჩვენებელს ახასიათებს ცირკადული რიტმი, რაც იმას ნიშნავს , რომ მისი დონე მაღალია დილით. მაგალითად რკინა. ამიტომ ასეთი კვლევები უნდა ჩატარდეს დილით 11 საათამდე.
- პაციენტმა ლაბორატორიას უნდა მიმართოს ფიზიკურ დატვირთვამდე, ვარჯიშამდე- AST-ს ცრუ მაღალი მაჩვენებელი იქნება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
- ლაბორატორიაში კვლევებზე წამოსულმა პაციენტებმა ნიკოტინის მიღებისაგან თავი უნდა შეიკაოს.
- ალკოჰოლის მიღებიდან სასურველია 12 საათიანი შუალედი . განსაკუთრებით gGT გამაგლუტამილამინოტრანსფერაზას კვლევის დაწყებამდე.
- პაციენტი უნდა ეცადოს კვლევების დაწყებამდე თავი შეიკაოს ძლიერი ემოციებისა და სტრესისაგან. განსაკუთრებით პროლაქტინის კვლევისას.
- ღებინების, გულისრევის შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ არის სასურველი ვენური სისიხლის აღება.
- სასურველი არ არის პრემენსტრუალურ და მენსტრუალურ პერიოდში კვლევების შესრულება.
- მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია ვენური შეგუბების დრო. არ უნდა მოხდეს ერთ წუთზე მეტი ხნით ლახტის დადება , რადგან ვიღებთ ცრუ ლაბ.მაჩვენებლებს . მაგ. კალიუმის და კალციუმის ცრუ მაღალი მაჩვენებელი . ასევე მცირედ ზემოქმედებს ALT და AST - ზე (.ალანინ ამინოტრანსფერაზაზე და ასპარტატამინოტრანსფერაზაზე)
- მნიშვნელოვანია პაციენტის პოზა. ქოლესტერინისათვის პაციენტი უნდა იყოს მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში.საერთო ცილისთვის დაწოლილ მდგომარეობაში.
- კვლევები დილით სასურველია ჩატარდეს მედიკამენტების მიღებამდე. მაგ ფოსფორის კვლევამდე უნდა შეწყდეს შარდმდენების მიღება.
- ანთების სადიაგნოსტიკო -CRP ც- რეაქტიული ცილის კვლევას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება - ანთების ყველა სხვა პარამეტრზე სწრაფად მატულობს და ყველაზე სწრაფად ქვეითდება.
- ALP ტუტე ფოსფატაზის (ფერმენტი) ნორმა მოზრდილებში < 200-240 ერთ/ლ -ია. ბავშვებში მისმა მაღალმა მაჩვენებელმა არ შეგაშინოთ, რადგან იგი ძვლის იზოენზიმია . ასაკობრივად იცვლება და მოზრდილობაში ნორმას დაუბრუნდება.
- შარდის საერთო ანალიზისთვის საჭიროა გენიტალიების დაბანის შემდეგ დილის შარდის შუა ნაკადი მოთავსებულ იქნას სუფთა კონტეინერში და ლაბორატორიაში საკვლევად მიტანილი იქნას არაუგვიანეს 1საათისა.
გახსოვდეთ: არასწორმა მომზადებამ შესაძლოა შედეგების დამახინჯება გამოიწვიოს. ეჭვის შემთხვევაში ყოველთვის მიმართეთ პირად ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს.
ლაბორატორიის ხელმძვანელი: ექიმი ირინა შენგელია

