ლაბორატორია
შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ ლაბორატორია ახალგაზრდა და თანამედროვე ლაბორატორიაა. იგი შეიქმნა აჭარის რეგიონში ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს კოვიდ კლინიკად ჩამოყალიბების დროს. მუშაობის ლიცენზია 2021 წლის 1 აპრილს მოიპოვა. ლაბორატორიული კვლევების შესრულება კოვიდ პანდემიის პიკის დროს 2021წლის 1 აგვისტოდან დაიწყო.
საავადმყოფოს მულტიპროფილურ კლინიკად გადასვლის შემდეგ ლაბ.სერვისების ჩამონათვალი გაიზარდა და 2022 წლის ივნისიდან ლაბორატორიაში სრულდება კვლევების ფართო სპექტრი.
ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე ავტომატური ანალიზატორებით:
- ბიოქიმიური ავტომატური ანალიზატორი mindray BS- 240 pro
- კოაგულოგრამის ავტომატური ანალიზატორი mindray C 3510
- იმუნოფერმენტული ავტომატური ანალიზატორი mindray CL 1000 i
- ჰემატოლოგიური ავტომატური ანალიზატორი mindray BC 6200
- ედსის ანალიზატორი CUBE 30 TOUCH
- შარდის ავტომატური ანალიზატორი UA – 600
- Veda Lab Reader + ვედა ლაბ რიდერი
ლაბორატორიაში ასევე არის ნახევრადავტომატური ანალიზატორები:
- ბიოქიმიის Humalyzer Primus
- კოაგულოგრამის Humaclot Junior
- შარდის Human combilyzer 13.
ლაბორატორია მუშაობს 24/7 ზე
ლაბორატორიაში მუშაობს მაღალპროფესიული სპეციალისტები.სულ 26 თანამშრომელი: ლაბორატორიული მედიცინის 11 სპეციალისტი.(7 დღის და 4 ღამის) ლაბორატორიის ექთანი 13(9 დღის და 4 ღამის).ერთი სუპერვაიზერი. ერთი კურიერი. ერთი დამლაგებელი.
ლაბორატორიის მიზანია არა მარტო ბათუმში, არამედ აჭარის რეგიონში იყოს კონკურენტუნარიანი, მაღალხარისხიანი და სანდო ლაბორატორია. ამ მიზნით ლაბორატორიის ანალიზატორების და კვლევების კონტროლი ხდება ყოველდღიურად - შიდა საკონტროლო ხსნარებით, ამის გარდა ლაბორატორიამ 2023 წელს მოიპოვა ლაბორატორიული კვლევების გარე ხარისხის კონტროლის გრანტი და მთელი 2023 წლის განმავლობაში ყოველთვიურად IFCC ის oneworld Accuracy კანადიდან უფასოდ ჩამოსული საკონტროლო ხსნარებით ხდება ლაბორატორიის ანალიზატორების და შესაბამისად კვლევების სისწორის, სიზუსტის და სანდოობის შემოწმება .შედეგები საამაყოა. ეს ის კრიტერტიუმია, რომელიც აუცილებელია პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად შეფასებისა და სწორი დიაგნოსტირებისთვის.
ლაბორატორიაში სრულდება შემდეგი კვლევები:
კლინიკური კვლევები- სისხლის საერთო ანალიზი (CBC)
- სისხლის საერთო ანალიზი (CBC, +DIFF, ESR) + ედსი
- სისხლის საერთო ანალიზი (CBC, +DIFF, ESR)+ედსი+ მიკროსკოპია
- რეტიკულოციტების განსაზღვრა ჰემატოლოგიურ ანალიზატორზე
- ABO სისხლის ჯგუფი და რეზუსის განსაზღვრა
- შარდის საერთო ანალიზი (ანალიზატორი+ მიკროსკოპია)
- გლუკოზის GLU განსაზღვრა გლუკომეტრზე
- კაპილარული სისხლის ჰემატოლოგიური კვლევა
- ქალის სასქესო ორგანოების გამონადენის ლაბ.კვლევა(საშოს ნაცხის ზოგადი ბაქტერიოსკოპია)
- მამაკაცის სასქესო ორგანოების სითხეები
- პროსტატის სეკრეტის გამოკვლევა
- სპერმოგრამა
- ნახველის ლაბ/კვლევა
- გამონაჟონი სითხეების ლაბ.კვლევა
- ლიქვორის ლაბ.კვლევა
- კოაგულაციური ჰემოსტაზის განსაზღვრა( PT. INR. APTT. TT. FIB)
- D - დიმერის (ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი) განსაზღვრა
- გლუკოზის GLU განსაზღვრა ანალიზატორზე
- სისხლის შრატში საერთო ცილის - TP განსაზღვრა
- სისხლის შრატში ALB - ალბუმინის განსაზღვრა
- კრეატინინის CREA განსაზღვრა
- შარდოვანას UREA განსაზღვრა
- ალანინამინოტრანსფერაზის ALT განსაზღვრა
- ასპარტატამინოტრანსფერაზის AST განსაზღვრა
- გამა - გლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა - GGT
- ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა - ALP
- საერთო ბილირუბინის T BIL განსაზღვრა
- კონიუგირებული ბილირუბინის განსაზღვრა
- მაგნიუმის Mg განსაზღვრა სისხლში
- რკინის Fe განსაზღვრა სისხლში
- ფერიტინის Fer განსაზღვრა სისხლში
- ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლის შრატში
- საერთო კალციუმის Ca განსაზღვრა სისხლში
- ფოსფორის P განსაზღვრა სისხლში
- CRP ---- C - რეაქტიული ცილის განსაზღვრა
- ლიპიდური სპექტრი (T-Chol. TRIG. HDL- Chol. LDL- Chol. VLDL – Chol.) ათეროგენობის ინდექსი
- სისხლის შრატში TRIG ტრიგლიცერიდების განსაზღვრა
- სისხლის შრატში T.Chol საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა
- სისხლის შრატში HDL -CHOL მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა
- დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა LDL -CHOL
- სისხლის შრატში α- ამილაზის α - Amyl განსაზღვრა
- ლიპაზის განსაზღვრა სისხლში - Lipase
- ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში- LDH
- შარდმჟავას განსაზღვრა სისხლში- Uric Acid - UA
- ანტისტრეპტოლიზინი O – ს განსაზღვრა სისხლში (ASO)
- ანტისხეულები IgG რევმატოიდული ფაქტორის მიმართ - RF
- HbA1C % გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა
- ლიქვორსა და შარდში საერთო ცილის TPUC განსაზღვრა
- თიროიდული პანელი
- საერთო ტრიიოდთირონინის განსაზღვრა სისხლში - T3
- თავისუფალი ტრიიოდთირონინი FT3
- საერთო თიროქსინის განსაზღვრა სისხლში - T4
- თავისუფალი თიროქსინი - FT4
- თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი - TSH
- თიროგლობულინი - Tg
- ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ Anti - Tg
- ანტისხეულები თიროიდ პეროქსიდაზას მიმართ Anti –TPO
- ინსულინი
- C პეპტიდი
- ვიტამინი D
- ფოლატი B9
- ვიტამინი B12
- პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლის შრატში PTH
- AFP ალფა - ფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში
- CEA კანცერო- ემბრიონალური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში
- CA 19-9. კა 19-9 (კარბოჰიდრატული ანტიგენის)განსაზღვრა სისხლში.
- CA-125. კა 125 (კარბოჰიდრატული ანტიგენის) განსაზღვრა სისხლში.
- CA 15-3. კა 15-3 (კარბოჰიდრატული ანტიგენის)განსაზღვრა სისხლში.
- TPSA - საერთო პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში.
- FPSA - თავისუფალი პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში.
- სისხლის შრატში პროკალციტონინის PCT განსაზღვრა.
- სისხლის შრატში კარდიომარკერის ტროპონინ I - ის რაოდენობრივი და თვისობრივი განსაზღვრა.
- კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში Cortisol.
- მალუთეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში - LH
- პროგესტერონის განსაზღვრა სისხლში PROG
- ესტრადიოლის განსაზღვრა სისხლში E2
- ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში - FSH
- ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში TESTO
- პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში PRL
- ადამიანის საერთო ბეტა - β ქორიონგონადოტროპული ჰორმონი beta – HCG (სხვა ჰორმონების განსაზღვრა)
- ესტრიოლის განსაზღვრა სისხლში E3
- C ჰეპატიტის განსაზღვრა
- B ჰეპატიტის განსაზღვრა
- TP (ტრეპონემა პალიდუმ )სიფილისის განსაზღვრა
- აივ -ინფექცია Anti HIV ½ იმუნოქრომატოგრაფია (სწრაფი/მარტივი)
- კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების Ig M და IgG განსაზღვრა (სწრაფი, მარტივი მეთოდი)
- განავლის საერთო ანალიზი
- განავლის კვლევები ჰელმინთებზე (ჭიის კვერცხები)
- სისხლის სქელი წვეთის კვლევა მალარიაზე
- პარაზიტების ბაქტერიოსკოპიული კვლევა