ბათუმში ''ფაიზერით'' ვაქცინაცია დღეს, 30 მარტს დაიწყო.

✅აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაზე ჯავშანი სრულად არის შევსებული. ორი კვირის განმავლობაში 1344 პირის აცრაა გათვალისწინებული, თუმცა, 14 აპრილის შემდეგ „ფაიზერზე“ რეგისტრაცია იმ დარჩენილი დოზებით, რომელიც  ქვეყანაშია,  კვლავაც გაგრძელდება. 

✅„ფაიზერით“  აცრის პარალელურად გრძელდება „ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია.  აჭარაში „ასტრაზენეკას" ვაქცინით 500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

✅„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის მსურველები აცრის გაკეთებას ბათუმის  მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ცენტრში და ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში შეძლებენ. 

✅აცრა ნებაყოფლობითია!

✅COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

✅ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

#ვაქცინამუშაობს 

#აიცერივაქცინაგვიცავს 

#StopCoV #COVID19 

#ჯანდაცვა2021