ღვაწლმოსილ გინეკოლოგს, ციალა სიხარულიძეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში კოლეგებმა გაცილება მოუწყვეს და განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.

ღვაწლმოსილ  გინეკოლოგს, ციალა  სიხარულიძეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში  კოლეგებმა გაცილება მოუწყვეს და განსაკუთრებული ღვაწლისთვის  მადლობის სიგელი გადასცეს. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის  სიგელი მედიკოსს ასევე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ გადასცა. 

 ✅ ციალა  სიხარულიძეს 45 წლის წარმატებული სამედიცინო კარიერა აქვს, ის  სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობდა, გამოირჩეოდა თავისი საქმის პროფესიონალიზმით.