კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

✅კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში ჩამოტანილია ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომლითაც ჯერ მხოლოდ ექიმები, სამედიცინო პერსონალი აიცრება.

✅ვაქცინა აჭარაში პირველმა  აჭარის   ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაიკეთა. ასევე ვაქცინით ერთ-ერთი პირველი ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი  სოლომონ ფუტკარაძე აიცრა.

▶საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.