საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას" ვაქცინით პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ზაალ მიქელაძე აიცრა.ამ დროისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით აჭარაში 420-მდე მედიკოსი "ასტრაზენეკას" ვაქცინითაა აცრილი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლესი თაობის აპარატურით აღჭურვილი ჰემოდიალიზის განყოფილება და ახალი ლაბორატორიაც დაათვალიერა.