ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა.

✔️თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი კლინიკას, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩეხეთის საელჩომ გადასცა. კერძოდ გადაეცათ ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი.

✔️აღნიშნული აპარატურით აღიჭურვება, როგორც სამშობიარო, ასევე ახალშობილთა სარეანიმაციო განყოფილება, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლოეს მომავალში გაიხსნება.

✔️შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე მიქელა მარსოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.