დღეს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მედდებს პროფესიული დღე მიულოცა

დღეს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მედდებს  პროფესიული დღე მიულოცა ✨

👩‍⚕️👩‍⚕️ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს   მედდებს დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის  მადლობის სიგელები გადაეცათ. 🙌

👩‍⚕️ ერთ–ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის, მედდების საერთაშორისო დღე (International Nurses Day) ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება. 

ეს თარიღი უკავშირდება ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ინგლისელის – ფლორენს ნაითინგეილის (Florence Nightingale) დაბადების დღეს, რომელმაც ყირიმის ომის დროს (1853–1856 წლები) მსოფლიოში პირველი მოწყალების დების სამსახური ჩამოაყალიბა.

✅ გადაწყვეტილება მედიცინის დის საერთაშორისო დღის ოფიციალური აღნიშვნის შესახებ 1974 წლის იანვარში მიიღეს.

✅ მედიცინის დებს მიღებული აქვთ დაწყებითი სამედიცინო განათლება და ასრულებენ ექიმის დანიშნულებას. ექთნები – ექიმის თანაშემწეები მუშაობენ უშუალოდ პაციენტებთან მთელი მკურნალობის განმავლობაში. სამედიცინო მომსახურების დიდ ნაწილს სწორედ მედდის პერსონალი ახორციელებს.

#ექთნების_საერთაშორისო_დღე  #მეამაყება_რომ_ვარ_ექთანი🏥