უფროსი მედდების შესარჩევი კონკურსისა და ტრენინგის ინტეგრირებული პროგრამა

🏥 OUTLINE:

  • პირველადი შესარჩევი კონკურსი
  • კონკურსის შემდგომი ტრენინგი
  • პრაქტიკული გამოცდა
  • საკონკურსო კომისია
  • აპლიკანტის ტესტის შედეგის შეფასება-მიწოდება
  • კონკურსის შედეგის გასაჩივრება (პრეტენზია)

🔍 პირველადი შესარჩევი კონკურსი

  1. I ეტაპი - საბუთების გადარჩევა
    • აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, რამდენად მოდის თანხვედრაში სამუშაო პოზიციის მოთხოვნებთან.
  2. II ეტაპი - ტესტირება
    • კომპეტენციის შესაფასებელი ტესტი, თემატიკა წინასწარ ეცნობება მონაწილე აპლიკანტებს გონივრულ ვადებში.
  3. III ეტაპი - გასაუბრება
    • კომისიის მიერ აპლიკანტებთან გასაუბრება.

🖊️ კონკურსის შემდგომი ტრენინგი
შერჩეული აპლიკანტები გადამზადდებიან შემდეგ მოდულებში:
ყოველი მოდულის დასრულების შემდგომ, ჩატარდება ტესტი ზღვრული 65%-ით. აპლიკანტები წინასწარ იქნებიან უზრუნველყოფილნი სასწავლო მასალებით

  1. ანატომია-ფიზიოლოგიის მოდული.
    ხანგრძლივობა: 60 დღე
  2. მედიკამენტების კალკულაცია-დოზირება მოდული
    • ხანგრძლივობა: 30 დღე
  3. საექთნო მანიპულაციების მოდული
    ხანგრძლივობა: 60 დღე

📌 ტრენინგის ბოლოს აპლიკანტს ჩაუტარდება პრაქტიკული გამოცდა
პრაქტიკულ გამოცდაზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებმაც გადალახეს თეორიული მოდულები

👨‍⚕️ საკონკურსო კომისია და გადაწყვეტილების მიღების პრინციპი

  • გენ. დირექტორი
  • კლინიკური დირექტორი 
  • მთავარი მედდა 
  • მედდების წარმომადგენელი
  • ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი (HR)

📢 ტრენინგის პროცესს დააკვირდება წინასწარ შექმნილი საკონკურსო კომისია.

📄 აპლიკანტის ტესტის შედეგის შეფასება-მიწოდება

კონკურსში მონაწილე ყველა აპლიკანს, მათ მიერ წინასწარ მოწოდებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურის ნომერზე გადაეგზავნებათ ტესტირების შედეგი. შედეგების მიწოდება განხორციელდება კონფიდენციუალურობის სრული დაცვით.

🖊️ კონკურსის შედეგის გასაჩივრება (პრეტენზია) 

კონკურსში მონაწილე ყველა აპლკიანტს აქვს შესაძლებლობა შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 7 დღეში გაასაჩივროს ან გამოთქვას პრეტენზია კონკურსის შედეგთან დაკავშირებით, რომელსაც კომისია ცალკეულად განიხილავს აპლიკანტთან ერთად.