new avatar

🇬🇪 🤝 🇩🇪 გერმანიის ავტონომიური ოლქის ბავარიის ეკონომიკის ენერგეტიკის და ტექნოლოგიის სამინისტრო (DWV)  ფინანსური მხარდაჭერით “Bayern-Fit for Partnership” პროგრამის  ფარგლებში 23-27 ოქტომბერს შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენლები ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან ერთად  იმყოფებოდნენ  ბავარიის ოლქის  სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებში. შეხვედრები შედგა ოთხ ქალაქში (ნიურბერგი, ბაიროითი, ვიურცბურგი, მიუნხენი). დელეგაციის წევრები გაეცნენ  სამედიცინო დარგის ინოვაციურ ტექნიკის ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს. 

👉 კომპანია Ziehm Imaging”-ის  ოფისში,  დელეგაციის წევრებმა  დაათვალიერეს საოპერაციო  რადიოლოგიური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის  ინფრასტრუქტურა.  გაეცნეს  მობილური საოპერაციო რენტგენის „C-Arm“  აწყობის ტექნოლოგიურ პროცეს, მის მახასიათებლებსა და უპირატესობებს. გაიმართა სამუშაო შეხვედრა  მწარმოებელი კომპანიის მენეჯერებთან  და მარკეტინგის სამსახურის  წარმომადგენლებთან.

👉 კომპანია  „Bio  Car“ -ის  ოფისში გაიმართა პრეზენტაცია  ინოვაციური ჰემოსტატიკური  მედიკამენტებისა  და ქირურგიული სახარჯი მასალების შესახებ, მათ შორის თიაქრის ბადეების ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნა ინოვაციური  თიაქრის ბადეები, რომელებიც დაფარული ტიტანის შრით.  განხილული იქნა მათი უპირატესობები  ცალკეულ სამედიცინო სერვისებში,  რომელთა გამოყენება  ბევრად აუმჯობესებს  სამედიცინო სერვისების მიწოდების  ხარისხს.

👉 კომპანია „Mavig”- ოფისში გაიმართა პრეზენტაცია  მობილური მორფოლოგიური  ლაბორატორიული აპარატურის  შესახებ განხილული იქნა მისი ფუნქციები,  მახასიათებლები  და გამოყენება ონკოლოგიურ მედიცინაში პირველადი  დროული  გადაწყვეტილებების მიღებისას. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს  საჭიროებიდან გამომდინარე  გაიმართა  მოლაპარაკება  კომპანიის მენეჯერებთან  აპარატის ტექნიკური მახასიათებლებსა და კომპანიის მხრიდან  შესაძლო  დაინტერესებაზე  საერთაშორისო ტენდერებთან დაკავშირებით.

👉 კომპანია „Wisap“-ის მიერ გაიმართა პრეზენტაცია პაციენტის მონიტორებისა და  ქირურგიული  ელექტრო- დანების  გაუმჯობესებულ მახასიათებლებზე და მათ  გამოყენებაზე სხვადასხვა  ქირურგიულ ჩარევებში.  დელეგაციის წევრებმა  ასევე   ადგილზე დაათვალიერეს რენტგენის დამცავი საშუალებების წარმოების ტექნოლოგიურ პროცესი.

👉 კომპანია “Brainlab”-ის ოფისსში გაიმართა ნეიროქირურგიული და ზოგად ქირურგიული ოპერაციების ინოვაციური ტექნოლოგიური მეთოდის  - ნავიგაციის შესაძლებლობები ონკოლოგიაში, შედგა რამდენიმე  პრეზენტაცია.  სიმულაციურ საოპერაციო დარბაზებში გაიმართა ჩვენება  ნავიგაციური საოპერაციო ტექნიკის  ფუნქციებსა და გამოყენებაზე თანამედროვე მედიცინაში.

🤝 ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა  ბავარიის ოლქის ეკონომიკის  სამინისტროში,   სადაც ვიზიტის შესახებ მოხსენება გააკეთა შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ბატონმა სოლომონ ფუტკარაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებს  გადაეცათ  შესაბამისი სერთიფიკატები.