new avatar

▪ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეექვსე  საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2023“

▪ რიგით მექვსე საერთაშორისო კონფერენცია ჯეოანესთეზია-2023, დღეს სასტუმრო “Qourtyard by Marriott” -ში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა, რომელმაც დელეგატებს სიტყვით მიმართა და წარმატებული შეხვედრები უსურვა.

▪ ორი დღის განმავლობაში გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. გაიმართება სამუშაო შეხვედრები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში, ცალკე სექციაა გამოყოფილი ექთნებისთვისაც.  ასევე,  იქნება სადისკუსიო პანელი, სადაც გამოტანილი იქნება აქტუალური საკითხები.

▪ კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სკოლის, გადაუდებელი მედიცინის ექიმთა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით.
„Geoanesthesia-2023“ აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და უფლებამოსილია გასცეს კრედიტ ქულები.