batumi republican clinical hospital service logo

ნეიროქირურგია

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შესაძლებელია მოზრდილთა და ბავშვთა გეგმიური და გადაუდებელი სრული ნეიროქირურგიული სერვისის მიღება.


ჩვენს კლინიკაში სტანდარტების შესაბამისი ისეთი ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება, როგორებიცაა:

* ნეიროონკოლოგიური ქირურგია  (მოზრდილთა და ბავშვთა):

* თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ქირურგია;

* თავისა და ზურგის ტვინის გარსების სიმსივნეების ქირურგია;

* თავისა და ზურგის ტვინის ნერვების სიმსივნეების ქირურგია;

* ქალა-ფუძის, კრანიო-ორბიტალური და კრანიო-ფაციალური სიმსივნეების ქირურგია;

* თავის ტვინის არტერიული ანევრიზმების ქირურგია;

* თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი მალფორმაციების ქირურგია (არტერიო-ვენური მალფორმაცია, კავერნოზული-ანგიომა, არტერიო-დურალური ფისტულა);

* ექსტრაკრანიული საძილე არტერიების მაოკლუზირებელი დაავადებების ქირურგია (ენდარტერექტომია, ანგიოპლასტიკა);

მოია-მოია დაავადების ქირურგია;

* ჰემორაგიული და იშემიური ინსულტების ქირურგია;

სპინალური ქირურგია (მოზრდილთა და ბავშვთა):

* ხერხემლის სვეტის დეგენერაციული დაავადებების ქირურგია (მალთაშუა დისკოს თიაქარი, სპინალური სტენოზი, სპონდილოლისთეზი);

* ხერხემლის სვეტის დეფორმაციით მიმდინარე დაავადებების ქირურგია;

* ხერხემლის სვეტის სიმსივნეების ქირურგია;


ფუნქციური  ნეიროქირურგია (მოზრდილთა და ბავშვთა):

* მოძრაობის დარღვევების ქირურგია (პარკინსონიზმი, დისტონია და სხვ.);

* ტკივილის სინდრომების ქირურგია;

* ეპილეფსიის ქირურგია;

* სამწვერა ნევრალგიის, ჰემიფაციალური სპაზმის, ენა-ხახის ნევრალგიის ქირურგია;

* პერიფერიული ნერვების გვირაბული სინდრომების ქირურგია;

* პედიატრიული ნეიროქირურგია

* თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების ქირურგია;

* ჰიდროცეფალიის ქირურგია (ენდოსკოპიური);

* ქვედა სპასტიური პარაპარეზის ქირურგია;

* ნეიროტრავმა


* თავის ტვინის, ქალა-ფუძისა და ქალა-სარქვლის ტრავმული დაზიანებების ქირურგია;

* ხერხემლისა და კრანიო-სპინალური მიდამოს ტრავმული დაზიანებების ქირურგია.


კლინიკებში ქირურგიული ოპერაციები ტარდება თავის ტვინსა და ხერხემალზე, მათ შორის, შესაძლებელია დისკექტომიებისა და პროტეზირების ჩატარება ისეთი თანამედროვე მიდგომით, როგორიცაა „ქეიჯების“ გამოყენება. აღნიშნულ ადგილებში შემდეგი დიაგნოსტიკური მეთოდები და მატერიალურ-ტექნოლოგიური ბაზაა ხელმისაწვდომი:

* 64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია;

* ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპია − C-arm;

ბავშვთა ნეიროქირურგიის მიმართულებით პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მაღალკვალირფიციული ნეიროქირურგიული მომსახურება:

ჰიდროცეფალია- მაშუნტირებელი

ნეიროონკოლოგია

თავისა და ხერხემლის ტრავმა.

თავისა და თავის ტვინის სისხსლძარღვოვანი  პათოლოგიები.