ჩვენს შესახებ

ბათუმის ახალი, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო არის  მრავალპროფილური, რამდენიმე ბლოკისგან შემდგარი სამკურნალო კომპლექსი. 2020 წლის აპრილიდან ბათუმის ახალი რესპუბლიკური კლინიკური  საავადმყოფო კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში არის  ჩართული.

კლინიკაში უკვა გახსნილია  ლაბორატორია და ჰემოდიალიზის განყოფილება. ლაბორატორია სრულად  აღჭურვილია  უკანასკნელი თაობის  აპარატურით, რაც პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა. ჰემოდიალიზის განყოფილებაში  “B. Braun Dialog® PLUS” –ის წარმოების უკანასკნელი თაობის აპარატურით პაციენტებს უტარდებათ  ჰემოდიაფილტრაცია და გახანგრძლივებული ჰემოდიალიზი.

212-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზირებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარებას გაუწევს აჭარის მოსახლეობას. კლინიკის ფუნქციებში შედის ასევე: გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, დავადების ადრეული გამოვლინების, დიაგნოსტიკის და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტების და მეთოდების დანერგვა.